საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული კვლევებისა და კოსულტაციების ცენტრმა "დოქტრინა ბიზნეს რევიუმ" წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე - "არამდგრადი სახემწიფოების ინდექსი და საქართველო მყიფე სახემლწიფოების მსოფლიო რეიტინგში".
DBR-ის ("დოქტრინა ბიზნეს რევიუ") კვლევამ, რომელსაც The Fragile States Index-ის შვიდწლიანი ანალიზის შედეგები უდევს საფუძვლად, დაადგინა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში არშემდგარი სახელმწიფოების რეიტინგში საქართველო ე.წ. "უკიდურესად სახიფათო ზონაში" იმყოფება. ეს ფაქტი კი, კვლევის თანახმად, "ელიტური/კლანური ჯგუფების ძალაუფლების" ნეგატიური გავლენით აიხსნება. ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო ისიც, რომ "ელიტური კორუფციის მსოფლიო რეიტინგში" საქართველო ე.წ. "უკიდურესად საგანგაშო ზონაში" იმყოფება.
თუმცა, როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, საქართველომ თავისი პოზიცია მკვეთრად გაიუმჯობესა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, რომლებმაც ერთ წელიწადში ყველაზე მკვეთრად შეძლეს პოზიციის გაუმჯობესება.
დამსწრე ექსპერტთა თქმით, "არსებით ცვლილებებს არ ველოდებით, თუკი არ მოხდება საკითხების შინაგანი დაძვრა და რეალურად, ლიბერალური, ეკონომიკური სვლის განხორციელება. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მონოპოლიებმა და კლანურმა ჯუფებმა ეკონომიკური ძალაუფლება არ ჩაიგდონ ხელში".