წიგნის „თეატრალური ხელოვნების ეკრანული ფორმები ქართულ მედიასივრცეში“ პრეზენტაცია
20 ივნისი, 2013
წიგნის „თეატრალური ხელოვნების ეკრანული ფორმები ქართულ მედიასივრცეში“ პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მუზეუმში დავით გუჯაბიძის წიგნის "თეატრალური ხელოვნების ეკრანული ფორმები ქართულ მედიასივრცეში" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ინფორმაციის თვალსაზრისით თეატრის, კინოსა და საოპერატორო კურსის სტუდენტებს სწავლებასა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების შესწავლას გაუადვილებს. დავით გუჯაბიძის თქმით, სწორედ ეს გახდა წიგნის დაწერის მოტივი.
წიგნს თან ახლავს DVD ფორმატი, რომელზეც აღბეჭდილია ფოტო და ვიდეო ფრაგმენტები.
DVD ფორმატი აერთიანებს შემდეგ მასალებს: სარა ბერნალი (ჰამლეტის დუელი 1901 წელი), ჟორჟ მელიესი (ხელით გაფერადებული შავ–თეთრი ფილმი), კინემატოგრაფიული ფოკუსები, მელომანი 1903 წელი, პირველი ხმოვანი ფილმი – ჯაზის მომღერალი, პირველი მიუზიკლი – ცისფერი ანგელოზი, შექსპირის ჰენრი მეხუთე (1945 წელი), ოტელო (1952 წელი).
პრეზენტაციას ესწრებოდა, როგორც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე მიწვეული სტუმრები. ცნობილმა კინომცოდნე ზვიად დოლიძემ აღნიშნა, რომ ნაშრომი უნიკალური შენაძენია სახელოვნებო უნივერსიტეტისათვის.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary