„მე ვხედავ მზეს“
16 ივლისი, 2014
„მე ვხედავ მზეს“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისათვის" ინიციატივით კულტურული ღონისძიება "მე ვხედავ მზეს" გაიმართა.

ორგანიზაცია მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, მათ მაქსიმალურ ჩართვას საზოგადოებრივ საქმეებში, სხვადასხვა მასტიმულირებელი თუ შემეცნებითი ღონისძიების ჩატარებას, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისა და გაჭირვებულების დახმარებას, როგორც მორალურად, ისე მატერიალურად. 

კულტურულ ღონისძიებაში "მე ვხედავ მზეს" მონაწილეობდნენ უსინათლო ქალთა კვარტეტი და ახალგაზრდა პოეტები: თორნიკე ნაროზაული, ირაკლი დეისაძე, ანა კანკაძე, სოფო მენაბდიშვილი და სხვები. ასევე გამოფენილი იყო უსინათლოთა   ხელნაკეთი ნივთები და ნახატები. 

აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა "საქართველოს უსინათლოთა კავშირთან" პარტნიორობითა და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით. ღონისძიება მიზნად ისახავდა უსინათლოთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას მათი წახალისებისა და გააქტიურების გზით.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary