მოძრაობის “გაუზიარე სოფელს” პრეზენტაცია
17 ივლისი, 2014
მოძრაობის “გაუზიარე სოფელს” პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სოფლის მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობის "გაუზიარე სოფელს" პრეზენტაცია გაიმართა.

მოძრაობა "გაუზიარე სოფელს" "სოფლის სოციოლოგთა კლუბისა" და "სამოქალაქო ინიციატივის" წარმომადგენლების თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა. მისი მიზანია, აგვისტოს ბოლო კვირა სოფლის კვირეულად გამოცხადდეს.

კვირეულის განმავლობაში მოძრაობაში ჩართული მოხალისეები, საინიციატივო ჯგუფები და ორგანიზაციები მათივე არჩეულ სოფელში ჩაატარებენ ღონისძიებებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის ცხოვრების გააქტიურებასა და განვითარება/გაუმჯობესებას.

ღონისძიების მოდერატორ თემურ გუგუშვილის თქმით: "მოძრაობის მიზანია, პირველ რიგში, სტუდენტები ჩაერთონ სოფლის კვირეულში, რომელიც იგეგმება აგვისტოს ბოლო კვირას. აქტივობაში ჩართვა შესაძლებელია ნებისმიერი სახით: ტრენინგები, ფილმის ჩვენება, პოეზიის საღამოები ან, უბრალოდ, საუბრები (დისკუსიების ორგანიზება სხვადასხვა თემაზე)".

პრეზენტაციას დაესწრნენ დაინტერესებული პირები, საინიციატივო ჯგუფებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ, ჩაერთონ საზოგადოებრივ მოძრაობაში.

"თავისუფალი კინოჩვენებების" ორგანიზატორის ანუკა ლიმიძის თქმით: "ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩვენება ნებისმიერი რესურსით ნებისმიერ ადგილზე შეიძლება მოეწყოს. მთავარი კარგი ფილმის ნახვისა და სადისკუსიო გარემოს შექმნის ერთობლივი სურვილია, რომელმაც საქართველოს მასშტაბით არაერთი აქტიური "მოქალაქე-კინომოყვარული" გააერთიანა. "თავისუფალი ჩვენებები" აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ან ამ რეგიონთან მჭიდრო კავშირის მქონე კინომოყვარულებს, რომელთა მიზანიც არის ზაფხულის პერიოდში დედაქალაქში, სოფლებში, სხვა ქალაქებსა თუ დაბებში მოსახლეობის კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ადგილობრივი კინოკლუბების შექმნა, კინოს პოპულარიზაცია, სოციალური და საზოგადოებრივი თემების ირგვლივ დისკუსიების წარმართვა და ახალგაზრდების თვითორგანიზაციული უნარების განვითარება".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary