ევროკომისიის პროგრამა - „ორიზონ 2020“
21 ივლისი, 2014
ევროკომისიის პროგრამა - „ორიზონ 2020“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარების სამსახურმა ილიაუნის პროფესორებსა და მკვლევარებს ევროკომისიის "ორიზონ 2020"-ის მიმდინარე საკონკურსო პროგრამა გააცნო.

შეხვედრის მოდერატორ ლელა იოსავას თქმით: "დღევანდელი პრეზენტაცია ეხება ევროკავშირის პროგრამის "ჰორიზონტი 2020"-ის კვლევით პროგრამას, რომელიც მოიცავს 2014-2020 წლებს. ის განკუთვნილია მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის, მოიცავს ყველა სფეროს".

პროგრამაში ჩართვა შეუძლია დოქტორანტებსაც, რომლებიც ახლა დოქტორანტურაში სწავლობენ. 

შეხვედრაზე საუბარი იყო ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ კონკურსზე, რომლიც სხვადასხვა შეზღუდვასა და მოთხოვნას ითვალისწინებ.

პროგრამა "ჰორიზონტი 2020"-ში მონაწილეობა შეუძლია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეცნიერებსა და მკვლევარებს, ასევე ასოცირებული ქვეყნის წარმომადგენლებსა და არაწევრი ქვეყნების მონაწილეებს. ამჟამად მიმდინარე "ჰორიზონტი 2020" პროგრამის ბიუჯეტი 2014-2020 წლებში შეადგენს დაახლოებით 70 მილიარდ ევროს.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary