ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ ჩაატარა სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე.
მაგისტრანტობის მსურველებმა მიიღეს სრული ინფორმაცია ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამების მიზნების, ამოცანებისა და სტრუქტურის, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე მიღების პროცედურების, ვადებისა და შიდა გამოცდების სპეციფიკის შესახებ.
შეხვედრას უძღვებოდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი ლიკა ბურდული. მისი თქმით, 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სამაგისტრო პროგრამები წარმოადგენს: სადაზღვეო საქმეს; ჯანდაცვის პოლიტიკასა და მენეჯმენტს (საზოგადოებრივი ჯანდაცა და ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის ეკონომიკა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ფარმაციის მენეჯმენტი); ბიზნესის ადმინისტრირებას (ინგლისურ ენაზე); ბიზნესის ადმინისტრირებას (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი).
ღია კარის დღეზე მყოფი სტუდენტებისთვის ნათელი გახდა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების 70% დასაქმებულია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებში.
ლიკა ბურდულმა შეხვედრაზე უპასუხა კითხვას: თუ რატომ არის ილიაუნის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლა მოთხოვნადი? მისი განმარტებით, სკოლა ორიენტირებულია სტუდენტების დასაქმებასა და მათ რეალიზებაზე, თეორიულ ცოდნასთან ერთად ისინი სტუდენტებს უვითარებენ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარსაც.