სახელმძღვანელოების - “სათემო მობილიზაცია”, “თანამონაწილეობითი დაგეგმარება” პრეზენტაცია
24 ივლისი, 2014
სახელმძღვანელოების - “სათემო მობილიზაცია”, “თანამონაწილეობითი დაგეგმარება” პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
წიგნის სახლ "ლიგამუსში" გაიმართა "სიდას" მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების - "სათემო მობილიზაცია", "თანამონაწილეობითი დაგეგმარება" პრეზენტაცია.

"სიდა" არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობისა და კავშირის განვითარებით.

ღონისძიებას დაესწრნენ უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური და სტუდენტური წრეები, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

სახელმძღვანელოების ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს წიგნის ძირითადი ასპექტები, მიდგომები და პრაქტიკული მიგნებები, რაც დამყარებულია "სიდას" გამოცდილებაზე.

"სათემო მობილიზაცია" - დამხმარე სახელმძღვანელო, რომელშიც აღწერილი და განზოგადებულია "სიდას" თანამშრომლების რამდენიმეწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. სახელმძღვანელოში მოცემული მობილიზაციის ფორმები, პრინციპები და ეტაპები სასარგებლო იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სამომავლოდ დასჭირდებათ თემებთან მუშაობა. მისი ავტორები არიან: ზვიად დევდარიანი - "სიდას" დირექტორი, რევაზ ბარბაქაძე - "სიდას" სათემო მობილიზატორი და დავით თარიმანიშვილი - "სიდას" პროექტების მენეჯერი.

"თანამონაწილეობითი დაგეგმარება" - დამხმარე სახელმძღვანელო ადგილობრივი განვითარების თანამონაწილეობითი ანალიზითა და დაგეგმარებით დაინტერესებული მხარეებისთვის, როგორც აკადემიური, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის. მასში ახსნილია დაგეგმარების პრაქტიკული მიდგომები და პროცესისთვის დამახასიათებელი ძლიერი მხარეები. მისი ავტორები არიან: ზვიად დევდარიანი - "სიდას" დირექტორი, ნინო ჩიტორელიძე - "სიდას" პროექტების კავშირების ოფიცერი და მიხეილ პაკაცოშვილი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary