ავტორი მარიამ დარჯანია
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც 8 წელია ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.
წელს კონფერენციაში მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი და ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი.
"დასაწყისში ეს იყო მხოლოდ უშუალოდ ჩვენი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, შემდეგ გავფართოვდით და გახდა უნივერსიტეტშორისი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტი" - აღნიშნავს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კვლევების მართვის ცენტრის დირექტორი ნინო ქემერტელიძე.
სტუდენტები რამდენიმე თვით ადრე იღებენ ინფორმაციას აღნიშნულ კონფერენციასთან დაკავშირებით, შემდეგ ხდება მათი შერჩევა შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე. რაც შეეხება ჟიურის წევრებს, ისინი შეირჩევიან რექტორის მიერ.
კონფერენცია სექციების მიხედვით მიმდინარეობს. წარმოდგენილია მედიცინის, ეკონომიკისა და ბიზნესის, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სექციები.
"ჩვენი კონფერენციის მიზანია, ვასწავლოთ სტუდენტებს, თუ როგორ უნდა წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. ეს ყველაფერი კეთდება სტუდენტებისთვის" - ამბობს ნინო ქემერტელიძე და დასძენს, რომ მათ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ უნივერსიტეტისგან.
კონფერენციის შედეგად გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაცია: საუკეთესო კვლევითი ნაშრომი, საუკეთესო პრეზენტაცია, კვლევა და ჟიურის სიმპათია.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.