ახალი პროექტი სტუდენტების დასაქმებისთვის
25 ივლისი, 2014
ახალი პროექტი სტუდენტების დასაქმებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ და მინისტრის მრჩეველმა ოთარ აბესაძემ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში სტუდენტების დასაქმებაზე ბრიფინგი გამართეს.

როგორც ცნობილია, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის, რის შედეგადაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში სტუდენტები დასაქმდებიან.


საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ყველა იმ ქალაქში ჩატარდა, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. გაიმართა პრეზენტაციები იმის თაობაზე, თუ რა სახით მოხდება სტუდენტთა ჩართულობა ამ პროექტში, რა სახის სამუშაოები ექნებათ.


აღნიშნულ პროექტში სტუდენტები ერთვებიან შემდეგი პრინციპით: მემორანდუმის შინაარსიდან გამომდინარე, უნივერსიტეტების ფაკულტეტებმა აიღეს ვალდებულება, რომ რეკომენდაციას გაუწევდნენ მაღალი მოსწრებისა და შეფასების მქონე სტუდენტებს. 31 ივლისის ჩათვლით უნივერსიტეტებს მიეწოდება რეკომენდებულ სტუდენტთა სია, რომელიც გადაეცემა საქსტატს და მოხდება მათი ამ პროექტში დასაქმება.

კვოტების განსაზღვრა მოხდება უნივერსიტეტებში არსებული სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით. თუ რომელიმე სტუდენტი ვერ მოხვდა სიაში, მათ თავისუფლად შეუძლიათ ისევე, როგორც სხვებს, ვებგვერდზე www.hr.gov.ge დარეგისტრირდნენ და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. ვაკანსიას საქსტატი გამოაქვეყნებს და სტუდენტებს შეეძლებათ თავიანთი რეზიუმე ატვირთონ. ამ პროექტის ფარგლებში 1620 სტუდენტი დასაქმდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary