ფოტოგამოფენა „სოფლის ცხოვრება“
25 ივლისი, 2014
ფოტოგამოფენა „სოფლის ცხოვრება“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კაფე "დისქავერში" "სოფლის სოციოლოგთა კლუბმა" მოაწყო ფოტოგამოფენა "სოფლის ცხოვრება".

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო. ყველა მსურველს შეეძლო იქ განთავსებულ ყუთში სასურველი თანხა განეთავსებინა. მიღებული თანხა "სოფლის სოციოლოგთა კლუბისა" და არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო ინიციატივით" ახალ პროექტს "გაუზიარე სოფელს" მოხმარდება.

ფოტოგამოფენაში წარმოდგენილი იყო, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრები. ესენია: ნათელა გრიგალაშვილი, გიორგი გოგუა, ზაზა ქარდავა, დევი ასმადორე, ივანე გოლაძე.

"სოფლის სოციოლოგთა კლუბის" წევრმა მარიამ შარიამ აღნიშნა: "ჩვენი კლუბი სხვადასხვა სახის ღონისძიებას ატარებს ხოლმე, ერთ-ერთია ექსპედიციები ისეთ სოფლებში, სადაც არ არის სოციალური, აქტიური ცხოვრება. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ, რამენაირად გამოვაცოცხლოთ ან სტიმული მივცეთ ასეთ ადგილზე მცხოვრებ ხალხს. სწორედ ეს გამოფენა იქნება ის საშუალება, რომლის მიხედვითაც ქართველ ხალხს მიეწოდება სოფლის ცხოვრების შესახებ ინფორმაცია".
კლუბის წევრები გამოფენის საშუალებით საზოგადოებას ახსენებენ, თუ როგორ ცხოვრობენ მაღალმთიან სოფლებში.

"ძალიან მომეწონა გამოფენა, განსაკუთრებით ადამიანების სახეები, რეალობის ამსახველი სურათებია. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მნახველამდე ემოცია მოიტანა. ეს ფოტოები რეალობის აღქმის საშუალებას გაძლევს. სურვილი, რომ ადამიანს დაეხმარო, ძალიან კარგია" - თქვა დამსწრე ჯულია კავთუაშვილმა.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ფილმის "სოფლის ოპიუმი" ჩვენება. ამ ფილმში ასახული იყო სოფლის ცხოვრება, თუ როგორ უჭირთ იქ მცხოვრებ ხალხს.

საღამო მომღერალ შოთა ადამაშვილის სიმღერით დასრულდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary