ილიაუნის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე
26 ივლისი, 2014
ილიაუნის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიაუნიში ოთხივე ფაკულტეტის (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, სამართლის სკოლა, ბიზნესის სკოლა, საინჯინრო ფაკულტეტი) სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე გაიმართა.

ილიაუნის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის, თამთა გველესიანის, თქმით: "დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე, რომელზეც დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ უნივერსიტეტში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები ფაკულტეტების წარმომადგენლებისთვის და მიეღოთ ამომწურავი პასუხები ჩაბარების, სწავლების და მათთვის საინტერესო დეტალების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩაბარების მსურველები აქტიურად დაინტერესდნენ ღია კარის დღით, მათ შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია ბიზნესსკოლის პროგრამებმა".

პროგრამების პრეზენტაციები ჩატარდა შემდეგ პროგრამებზე: საინჟინრო ფაკულტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ბიზნესის სკოლა და სამართლის სკოლა, ასევე ილიაუნის ბიბლიოთეკისა და ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახურის მუშაობის შესახებ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary