სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა და მასწავლებელთა ხელფასები საქართველოში
28 ივლისი, 2014
სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა და მასწავლებელთა ხელფასები საქართველოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის საჯარო პოლიტიკის ანგარიშის "სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა და მასწავლებელთა ხელფასები საქართველოში" პრეზენტაცია/დისკუსია გაიმართა.

შეხვედრის მოდერატორი შორენა მაღლაკელიძე იყო, რომელიც თავად არის ზემოაღნიშნული კვლევის ავტორი. კვლევაში საერთაშორისო (ფინეთი, პოლონეთი, ესტონეთი) შედარებების გამოყენებით გაანალიზებულია საქართველოში არსებული სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა მასწავლებელთა ხელფასებთან მიმართებაში და განხილულია ის ცვლილებები, რაც გაუუმჯობესებს შრომის ანაზღაურებას მასწავლებლებს და სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს, დაეუფლონ მასწავლებლის პროფესიას. 

კვლევის ავტორმა აღნიშნა, რომ სულ უფრო ნაკლები ახალგაზრდა ირჩევს ამ პროფესიას და გამოთქვამს სურვილს, გახდეს მასწავლებელი, ეს სფერო უინტერესო და არამოთხოვნადი გახდა, ამიტომ საჭიროა გადაიხედოს მასში არსებული პრობლემები: ანაზღაურების შესაბამისობა გაწეულ შრომასთან, მასწავლებლის ხელფასი მისი კვალიფიკაციის შესაბამისად და ა. შ. მისი სურვილია, რომ ხელფასები შემდეგი კატეგორიების მიხედვით გაიცეს: დამწყები მასწავლებელი (ეს მოიცავს კარიერის პირველ 2-3 წელს); მასწავლებელი; უფროსი მასწავლებელი და მენტორი მასწავლებელი და ასევე მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის მიხედვით: სრული ზოგადი განათლება; პროფესიული განათლება; ბაკალავრიატი; მაგისტრატურა და დოქტორ ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი. ავტორს მოჰყავს საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემები და ფიქრობს, რომ სწორედ ამ ქვეყნებთან მიმსგავსებაა საჭირო და მუშაობა, რომ მათი გამოცდილება ჩვენც გავიზიაროთ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. პრეზენტაციას დაესწრნენ ლექტორები და მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი კვლევის განხილვაში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary