კვლევის პრეზენტაცია „საარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგი - პრაქტიკის ანალიზი“
31 ივლისი, 2014
კვლევის პრეზენტაცია „საარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგი - პრაქტიკის ანალიზი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა კვლევის პრეზენტაცია "საარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგი-პრაქტიკის ანალიზი".

კვლევაში განხილულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი. ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2011 წლამდე განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგები. შეხვედრაზე განიხილეს საარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები.

2011 წლამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია ახორციელებდა მედიამონიტორინგს. ამის შემდეგ, როდესაც 2011 წელს ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღეს, ეს ფუნქცია გადაეცა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორმა ეკა ციმაკურიძემ განაცხადა: "პირველ რიგში, საკანონმდებლო რეგულაციებს დავეყრდენით, ასევე გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომიისიდან. მნიშვნელოვანი იყო შესწავლის თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები უშუალოდ მედიამონიტორინგის განხორციელების მიმართულებით. ეს იყო - ეუთოს, ვენეციის კომისიის მიერ დეტალური რეკომენდაციები. იმისთვის, რომ სრული სურათი შეგვქმნოდა, თუ რას უნდა ემსახურებოდეს და როგორ უნდა ხორციელდებოდეს მედიამონიტორინგი, ასევე გავაანალიზეთ საქართველოში სხვადასხვა მედიაორგანიზაციის მიერ სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგები".

კვლევის შედეგად გამოვლინდა საქართველოში სხვადასხვა საარჩევნო პერიოდში ჩატარებული მედიამონიტორინგების არაეფექტურობა და ხარვეზები: მედიამონიტორინგის პროცესი არ არის მიმართული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, ამომრჩეველთა უკეთ ინფორმირებულობის თვალსაზრისით. უნდა გაუქმდეს მაუწყებლობის ვალდებულება, ყოველკვირეულად მიაწოდონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიამონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია. მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს მედიამონიტორინგის მომსახურების შესყიდვის გზით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გაშუქების ანალიზი შესაბამისი სპეციალისტების მიერ. უნდა გაძლიერდეს მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების როლი საარჩევნო პერიოდის სათანადო გაშუქების საქმეში.

პრეზენტაციაზე გამოავლინეს ამ კვლევის მიზნები და მედიამონიტორინგის ხარვეზები.
საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორის ეკა ციმაკურიძეს თქმით: "ზოგადად, მედიამონიტორინგის პროცესი მიუხედავად იმისა, რომ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით, ცოტა ზედაპირულია და არ აქვს საკმარისი ეფექტურობა. ამიტომ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რომ უნდა განისაზღვროს კანონმდებლობით მიზანი, რომლითაც იხელმძღვანელებენ მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციის თანამშრომლები, თვითრეგულირების მექანიზმები თუ ნებისმიერი სხვა სუბიექტი. მონიტორიგის განხორციელებისას და დარღვევების გამოვლენისას, ასევე დარღვევებზე რეაგირებისას, მიზანი არის დროულობა, დარღვევების სწრაფად გამოვლენა და გამოსწორება ისე, რომ არ დაზარალდეს ამომრჩევლების ინფორმირებულობის ინტერესი".

კვლევა შეიცავს რიგ რეკომენდაციებს საარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის ეფექტურობის გაზრდისთვის.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary