სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა შეხვედრა
01 აგვისტო, 2014
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა შეხვედრა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აზერბაიჯანის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვია.

ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ორგანიზებას საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "აზერბაიჯანელთა კულტურის ცენტრი" უწევს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვდნენ და სამინისტროს მიერ ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული თუ დაგეგმილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა დელეგაცია გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში ეწვია საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში მოეწყობა რამდენიმე სასწავლო ტური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე შედგება შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. სტუმრები მოინახულებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფელ ლამბალოში მშენებარე სკოლასაც.

2012 წელს გაფორმდა მემორანდუმი აზერბაიჯანთან სპორტის მიმართულებით. 2013 წელს გაფორმდა ანალოგიური მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ უკვე გრძელვადიან პროცესში 2014-დან 2016 წლამდე. ეს არის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობას სპორტის მიმართულებით, აქ ასევე ჩართულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ფონდი.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა: "ეს გახლავთ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მეზობელი ქვეყნის ჟურნალისტებისთვის იმ პროექტების გაცნობას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ მზად ვიყავით, რომ ეს პრეზენტაცია გაგვეკეთებინა და ეს ღია ყოფილიყო აზერბაიჯანული საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი და მასთან განხორციელებული ყველა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის".

შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროგრამების/ღონისძიებების განხორციელებაზე. ასევე გაცვლით პროგრამებზე, რომლის მეშვეობითაც ქართველი სტუდენტები მოახერხებენ სასწავლებლად წასვლას, ხოლო აზერბაიჯანელი სტუდენტები საქართველოში ჩამოსვლას.


პროექტის მთავარი მიზანია მეზობელი ქვეყნის - აზერბაიჯანის მედიის წარმომადგენლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება საქართველოს შესახებ, ეს ინფორმაცია მომავალში სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდება. მსგავსი აქტივობები კი ხელს შეუწყობს ინსტიტუციურ თუ საზოგადოებრივ თანამშრომლობასა და ერთობლივი პროგრამების განხორციელებას, როგორც ახალგაზრდულ, ისე სხვა სფეროებში.

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა ირაკლი ჟორჟოლიანმა აღნიშნა: "მოგეხსენებათ, დღეს ჩვენთვის პრიორიტეტულია ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის განვითარება, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით. ამ თვალსაზრისით სამინისტრო აქტიურად მუშაობს თავის დაწესებულებებთან ერთად. შესაბამისად, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დააფინანსა პროექტი, რომლიც ითვალისწინებს ახალგაზრდა ჟურნალისტების ვიზიტს საქართველოში, რომლებიც უშუალოდ გაეცნობიან ადგილობრივ კულტურას, ბუნებას. გაიცნობენ ადამიანებს, შეხვდებიან სახელმწიფო მოღვაწეებს და მომავალშიც ეს თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება".

შეხვედრის დასასრულს აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ერთმანეთს წიგნი უსახსოვრეს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary