„+1 სიცოცხლე“
05 აგვისტო, 2014
„+1 სიცოცხლე“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით „ +1 სიცოცხლე“ გია ქარუმიძის დასახმარებლად გაიმართა.

რამდემინე დღის წინ 27 წლის გია ქარუმიძეს დაუდგინდა ურთულესი დიაგნოზი არაჰოჯკინის ლიმფომა. მას ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია საზღვარგარეთ, რომელიც 120 000 აშშ დოლარი ჯდება. ოჯახს არ აქვს საკმარისი თანხა, ამიტომ მის დასახმარებლად გაერთიანდნენ მისი მეგობრები, ახლობლები. მათ კონცერტი გამართეს თსუ-ში, რომელშიც მონაწილეობდნენ: კვინტეტი „ურმული“, „დები გოგოჭურები“, მარიკო ებრალიძე, ბორის ბედია, ნათია თადიაშვილი, დები ნაყეურები, ჯაბა მესტვირიშვილი, ქეთი გომართელი, "ფოლკ ბენდი" და სხვა მომღერლები.

მომღერალ ჯაბა მესტვირიშვილის თქმით: „გია ქარუმიძის სიცოცხლის გადასარჩენად გავერთიანდით. ამ პატარა ბიჭს, რომელიც ჩემთან შედარებით პატარაა, მე ძალიან კარგად ვიცნობ, მივიდა ექიმთად და აღმოაჩნდა ლეიკემია. მის დასახმარებლად მოვიწვიე მომღერლები, ჩემი მეგობრები და ვმართავთ კონცერტს, რომ ვინმე დაეხმაროს. მე პირადად ყოველთვის მის გვერდით ვიქნები და ყველანაირად დავეხმარები“.

საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ხათუნა ხაჩიძემ აღნიშნა: „დღეს, 5 აგვისტოს, იმართება გია ქარუმიძის გადასარჩენი საღამო. მომღერლები, ცნობილი ადამიანები დგანან ჩვენ გვერდით, რათა ოპერაციისთვის საჭირო თანხა მოუგროვდეს გიას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს, ვინც ამ კონცერტში იღებს მონაწილეობას“.


„მაგთისა“ და „ბილაინის“ აბონენტებმა დარეკეთ ნომერზე: 0 901 700 162 (ზარი 1 ლ)
საბანკო ანგარიში: GE60BG0000000630219400
მიმღები: გია ქარუმიძე

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary