საქველმოქმედო საღამო გიორგი ჯიშკარიანის დასახმარებლად
13 აგვისტო, 2014
საქველმოქმედო საღამო გიორგი ჯიშკარიანის დასახმარებლად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გიორგი ჯიშკარიანის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართა. 11 წლის გიორგი ჯიშკარიანის ოჯახის ტრაგედიის შესახებ უამრავმა ადამიანმა შეიტყო. გიორგიც იმავე დაავადებით იტანჯება, რომლითაც მისი ორი ძმა გარდაიცვალა. ხალხის დახმარებით ის უკვე გაემგზავრა გერმანიაში სამკურნალოდ.

ზუსტი დიაგნოზის დასადგენად და ბიჭის განსაკურნებლად, საჭიროა, გამოკვლევები მამასაც ჩაუტარდეს. ამისათვის აუცილებელი თანხა რამდენიმე ათას ევროს აღწევს. დღევანდელი საღამოს ორგანიზატორები თეა თაბაგარი და ნინო ჭინჭარაული გახლდნენ. როგორც ისინი ამბობენ,   თანხის შეგროვება უკავშირდება გიორგის გერმანიაში საცხოვრებელ ადგილსა და სხვა პირობებს. ,,შესაძლოა, კიდევ გახდეს საჭირო დამატებითი თანხის შეგროვება, იმ შემთხვევაში, თუ გიორგის მკურნალობა კიდევ გახდება საჭირო ჩვენ უფრო მასშტაბურ ღონისძებებს ჩავატარებთ, იქნება ეს ვიდეოჩანაწერი თუ სატელევიზიო ჩვენება“ - აცხადებს საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი თეა თაბაგარი.

ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყო 10 000 ევრო, ასევე თბილისის საკრებულომ - 20 000 ევრო გადაურიცხა გიორგის გერმანიაში.

პოეზიის საღამოს მონაწილეები იყვნენ: ნინო ჭინჭარაული, ეკა კვიციანი, ალექსანდრე ახალკაცი, ეკა ბეზერაშვილი და სხვები. ღონისძიება გაფორმდა მუსიკალურადაც.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary