ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საქართველოში
12 აგვისტო, 2014
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საქართველოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში world vision-ის მიერ განხორციელებული აქტივობების ფოტოგამოფენა - რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისთვის გაიმართა.
ახალგაზრდობის კვირეულის მიზანია სოფლად/რეგიონში მცხოვრები მოზარდების/ახალგაზრდების ჩართულობის ამაღლების შესაძლებლობის განხილვა, World Vision საქართველოს მიერ ახალგაზრდების განვითარებისათვის განხორციელებული პროგრამების შეჯამება და სამომავლო ხედვის ჩამოყალიბება ადგილობრივ მოსახლეობასთან, მთავრობასა და სამოქალაქო სექტორთან ერთად.

„დღევანდელი ღონისძიება იმართება ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, world vision საქართველოს წარმომადგენლებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტის მხარდამჭერია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი. კვირეულის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებსა და სოფელში მცხოვრებ მოზარდებს შორის თანამშრომლობის განვითარება. სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები საკმაოდ აქტიურები არიან, მაგრამ ამის შესახებ ნაკლებად აქვთ ინფორმაცია, სწორედ ამას ემსახურება ეს გამოფენც“ - აღნიშნა world vision-ის წამომადგენელმა ირაკლი გიორბელიძემ.

ფოტოგამოფენის დასრულების შემდეგ სამინისტროსა და world vision საქართველოს ხელმძღვანელობამ კონფერენცია გამართა.
კონფერენციაზე განიხილეს ახალგაზრდების პრობლემები. დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროგრამები. კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეები და სტუდენტები.

„პირველ რიგში, ახალგაზრდებს ვულოცავ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულ ახალგაზრდას ახალგაზრდობის პერიოდი დარჩეს სასიამოვნო მოგონებად და იყოს ძალიან ნაყოფიერი. ამისათვის ჩვენ შევქმენით ორიოდე წლის განმავლობაში ასპარენტული სისტემა, რომელშიც მონაწილეობა თითოეულ ახალგაზრდას შეუძლია. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ახალგაზრდებთან თანამშრომლობით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას“ - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ.

კონფერენციის დასასრულს დარბაზში მყოფ ახალგაზრდებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary