თავისუფლება, როგორც თანასწორობის წინაპირობა
12 სექტემბერი, 2014
თავისუფლება, როგორც თანასწორობის წინაპირობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ლიბცენტრში" საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - თავისუფლება, როგორც თანასწორობის წინაპირობა.

ლექციას გიორგი მშვენიერაძე წარუძღვა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ "ლიბცენტრის" სტუდენტები. პროექტის მონაწილეები ექვსი თვის განმავლობაში მოისმენენ საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ლიბერალიზმსა და დემოკრატიაზე.

"როგორც წინა პერიოდში, ახლაც მივიღეთ 22 სტუდენტი. საჯარო ლექციების შესახებ ანონსი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ნახონ ჩვენს გვერდზე, ბლოგზე. ჩვენი სტუდენტები ამ პროექტის ფარგლებში ამზადებენ მასალას, როგორც ტექსტურს, ასევე ვიდეომასალას, რაც იტვირთება ჩვენს ბლოგსა და "იუთუბზე". პროექტი იმავე კომპონენტებით გრძელდება, როგორც აქამდე იყო - ეს არის დისკუსიები, ლექციები, ვიდეოჩვენება" - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ნატა ძველიშვილმა.

"დღევანდელ შეხვედრაზე განხილული თემა შეეხებოდა პიროვნულ თავისუფლებასა და თანასწორობის საკითხებს, ქვეყანაში არსებული პრობლემების მიმოხილვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და წანამძღვრებს, რომლებიც ფილოსოფიური მოძღვრებების სახით საფუძვლად უდევს სწორედ ამ ორ მნიშვნელოვან მოცემულობას. ვფიქრობ, რომ ძირითადი სათქმელის მიტანა სტუდენტებმდე მოვახერხე. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარება საკუთარი ღირებულებების მაღალი სტანდარტით ჩამოყალიბებაში" - აღნიშნა მომხსენებელმა გიორგი მშვენიერაძემ.

"ლიბცენტრის" სტუდენტის გვანცა მანოშვილის თქმით, "აქ სწავლა პიროვნული განვითარებისთვის მჭირდება, ამაში დამეხმარება სხვადასხვა თემაზე გამოცდილ ადამიანებთან საუბარი. დღეს ვისაუბრეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე, ადამიანის თანასწორობისა და გათანაბრების შესახებ. ძალიან საინტერესო იყო ეს თემა". 

"ლიბცენტრში" გამართული ლექციები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary