ლექციათა ციკლი - „რესპუბლიკანიზმის საწყისები“
14 სექტემბერი, 2014
ლექციათა ციკლი - „რესპუბლიკანიზმის საწყისები“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლევან ბერძენიშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - "რესპუბლიკანიზმის საწყისები".

ეს არის რესპუბლიკანიზმის შესახებ ლექციების სერიის პირველი ლექცია და ის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ "საჯარო ლექციების" ფარგლებში ტარდება.

ლექციას ესწრებოდნენ, ძირითადად, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.

"რესპუბლიკური ფილოსოფია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მდიდარი პოლიტიკური ფილოსოფია. ვფიქრობ, დღეს საქართველოში არის ზუსტად ის დრო, როდესაც ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი რესპუბლიკურად და ავაშენოთ რესპუბლიკა, რაც ძალიან ბევრ რაღაცას გულისხმობს. ჩვენი ლექციების ციკლი, რომელსაც დღეს ვიწყებთ, ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვანახოთ რესპუბლიკანიზმის სხვადასხვა ასპექტი. იმედს ვიტოვებთ, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ამ ფილოსოფიით, რომელიც არა მარტო პოლიტიკური, არამედ ცხოვრების ფილოსოფიაა" - აღნიშნა საჯარო ლექციების ორგანიზატორმა გრიგოლ გეგელიამ.

"რესპუბლიკანიზმი, მოგეხსენებათ, ეს არის იდეოლოგიაში მიმართულება, რომელიც აღიარებს ქვეყნის მართვას, როგორც რესპუბლიკისა და უპირისპირდება მონარქიას. იგი უარყოფს ვინმეს მიერ ვინმეზე ბატონობას, რაც დღევანდელი მსოფლიოს საფუძველია. დღეს ვისაუბრებთ რესპუბლიკანიზმის საწყისებზე ძველ საბერძნეთზე, ძველ რომზე, იმაზე, რაც შემდგომში პირველი თანამედროვე რესპუბლიკანიზმის ფუძემდებელმა მაკიაველმა ჩამოაყალიბა" - განაცხადა მწერალმა და ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა.

რესპუბლიკანიზმის შესახებ საჯარო ლექციები გაგრძელდება კიდევ სამ დღეს, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary