2014-2015 სასწავლო წლის დაწყება თსუ-ში
15 სექტემბერი, 2014
2014-2015 სასწავლო წლის დაწყება თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ტრადიციულად სასწავლო წლის დაწყების ცერემონიალი გაიმართა.

სწავლის დაწყება სტუდენტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებმა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მიულოცეს.

"გილოცავთ სწავლის დაწყებას და წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ. მიხარია, რომ ვხედავ ბევრ მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდას" - განაცხადა თბილისის მერმა.

"დღეს ყველაზე ამაღელვებელი დღეა - პირველკურსელებისთვის იწყება აკადემიური კარიერა. უამრავი პერსპექტივაა თქვენს წინაშე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით კიდევ რამდენიმე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა დაფინანსდება. ეს კი პროფესიონალებად ჩამოყალიბების საშუალებას მოგცემთ. ეს თქვენი ბრწყინვალე სტუდენტური ცხოვრების დასაწყისია" - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.

უნივერსიტეტმა ღონისძიებაზე მაღალრეიტინგიანი სტუდენტები ტექნიკით დააჯილდოვა. თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ რექტორის სტიპენდიით დააჯილდოვა 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ანი ნაჩხატაშვილი.  

"გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! "მაგთიკომის" სახელით თსუ-ს წარჩინებულ და მაღალრეიტინგიან სტუდენტს ელენე გაბელაიას ერთწლიანი სტიპენდია გადაეცემა" - აღნიშნა "მაგთიკომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თათული ღვინიაშვილმა.

"დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩემთვის. მიხარია, რომ ვისწავლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღეს იწყება ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი; ვიმედოვნებ, რომ წარმატებული სტუდენტობა მექნება" - განაცხადა პირველი კურსის სტუდენტმა თამარ გიორგობიანმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ში 4000-მდე პირველკურსელი ისწავლის. თსუ-ს ექვს ფაკულტეტს 2014 წლის ბოლოს მეშვიდე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი შეემატება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary