კონსერვატორიაში ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ ჩატარდა
21 ივნისი, 2013
კონსერვატორიაში  ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ ჩატარდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ" გაიმართა. ღონისძიებაში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ რეგიონებიდან.
"ეს ჩემი პირველი გამოსვლაა საქართველოში. ძალიან მომეწონა ფესტივალი და ნამდვილად ლამაზი ღონისძიება იყო" - ამბობს ფესტივალის მონაწილე ნიგერიიდან ბენგა დამილოლა.

დღევანდელ ფესტივალზე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები ქართულ ნაწარმოებებს ასრულებდნენ, ხოლო ქართველი მონაწილეები - უცხოურს.

"სრულიად შემთხვევით დავესწარი ერთ-ერთ კონცერტს და აღმოვაჩინე ძალიან ნიჭიერი ბავშვები. ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, ჩატარებულიყო ამგვარი ფესტივალი და ამ ინიციატივას ჩვენი აპარატის მხრიდან ჰქონოდა მხარდაჭერა. გადავწყვიტეთ, ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მოგვეწყო კონცერტი კონსერვატორიაში. ვფიქრობთ, ეს საჭიროა, რათა მათი მოტივაცია გაიზარდოს და იგრძნონ, რომ მათი შრომა არ დაიკარგება და დაფასდება" - აცხადებს მაია ხვიჩია, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი.

ფესტივალის ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცა.
ფესტივალი 2008 წლიდან ტარდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary