თსუ-ს რექტორის განცხადება
17 სექტემბერი, 2014
თსუ-ს რექტორის განცხადება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილი ქონების გასხვისებისა და უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებთან შეუფერებელი საქმიანობის წამოწყების შესახებ თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენი პირველი მიმართვა მთავრობასა და საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ქონების გასხვისების შესაძლებლობას ეხებოდა, შემდეგ უნივერსიტეტის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისებასა და ამ ტერიტორიაზე სასაფლაოს გაშენების პერსპექტივაზე გავაკეთეთ განცხადება. ამჯერად, როგორც ირკვევა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, სადაც ორი სასწავლო კორპუსის გარდა, განთავსებულია ბიბლიოთეკა და უახლოეს პერიოდში სტუდენტთა და მეცნიერთა სახლის აშენება იგეგმება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავმოყრის ადგილზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდების უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფას, აფერხებს საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების შესაძლო პროექტებს, ასევე იგნორირებულია უახლოეს წარსულში გამოცხადებული არაერთი საინტერესო ინიციატივა, მათ შორის, ახალგაზრდული ცენტრის, კვების ობიექტების მშენებლობაზე, რაც სტუდენტობისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურებმა ეს ინიციატივა შეცვალეს და დღეს სახეზე გვაქვს ავტოტრანსპორტისთვის გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ქ. თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მერიას, მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთარსებული, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებები, რათა არ მოხდეს უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო საზოგადოების, სტუდენტების ინტერესების უგულებელყოფა" - ნათქვამია განცხადებაში.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary