„სიურეალიზმიდან ჰიპერრეალიზმამდე“ - საჯარო ლექცია აწსუში
18 სექტემბერი, 2014
„სიურეალიზმიდან ჰიპერრეალიზმამდე“ - საჯარო ლექცია აწსუში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პოფესორმა მაკა ლაშხიამ საჯრო ლექცია წაიკითხა თემაზე - "სიურეალიზმიდან ჰიპერრეალიზმამდე".

ლექცია თანამედროვე კულტურას ეხებოდა. პრეზენტაცია-ლექციაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო ავსტრალიელი ხელოვანის რუმვეკის ნიმუშები ჟან ბოდლეარის სიმულაციური ნაკრების ფონზე. საჯარო ლექციაზე დამსწრე სტუდენტებს მაკა ლაშხიამ საფრანგეთში მისი ყოფნის დროს მიღებული ის შთაბეჭდილებები და შეხედულებები გაუზიარა, რაც მან იქაური არქიტექტურული ნამუშევრებისა და სიურეალისტური გამოფენების დათვალიერებისას მიიღო.

ლექცია საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისთვის. მათ საშუალება ჰქონდათ, კითხვებით მიემართათ პრეზენტატორებისთვის და მიეღოთ პასუხები. სტუდენტებმა ძირითადი აქცენტი ხელოვნების დანიშნულებაზე გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ხელოვნების ნიმუშებიდან ემოცია და ახალი სიცოცხლე უნდა მოდიოდეს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary