სცენარისტ ქეთი დევდარიანთან შეხვედრა ლიგამუსში
18 სექტემბერი, 2014
 სცენარისტ ქეთი დევდარიანთან შეხვედრა ლიგამუსში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ ,,ლიგამუსში" სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტ ქეთი დევდარიანთან შეხვედრა გაიმართა პროექტ ,,ილიაუნის მწერალის" ფარგლებში.

საღამოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია უძღვებოდა, რომელმაც ახალი პროექტი გააცნო დამსწრე აუდიტორიას: ,,მომავალშიც ვაპირებთ ქათი დევდარიანის მსგავსად სხვა თქვენთვის ცნობილი მწერლები მოვიწვიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთი არ წერს მოთხრობებს, ის თავის ჟანრში საკმაოდ წარმატებულია. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, სამომავლოდ ვითანამშრომლოთ მასთან 2014-2015 სასწავლო წლის ფარგლებში, ქეთი დევდარიანი ილიაუნის სტუდენტებს ასწავლის შემოქმედებით წერას".

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები სტუმარს კითხვებს სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების" შესახებ უსვამდნენ და სთხოვდნენ, გაემხილა მათთვის, თუ როგორ ახერხებს სერიალი დღემდე პოპულარობის შენარჩუნებას. ,,სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ სცენარისტი გავხდებოდი. გერმანული ენის ფილოლოგი ვარ და მე თვითონ ვტკბებოდი სხვა მწერლების ნაწარმოებების კითხვით. ჩემს თავს მწერალს არ ვუწოდებ, უბრალოდ, მე ვარ ადამიანი, რომელმაც წერა ისწავლა. რაც შეეხება ,,ჩემი ცოლის დაქალებს", მისი პოპულარობა, ალბათ, განაპირობა იმან, რომ სცენარს ყოველთვის ვაგებთ იმ თემაზე, რომელიც საკამათოა და დიდ გამოხმაურებას გამოიწვევს საზოგადოების მხრიდან" - აღნიშნა ქეთი დევდარიანმა.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary