პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები თსუ-ში
19 სექტემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ვეფხვაძემ პრესკონფერენცია გამართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

მან ისაუბრა, როგორც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ, ასევე სრულიად ახალ პროდუქტზე. მისი თქმით, თითოეულმა პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და აკრედიტაციის საბჭომ საუკეთესო პროგრამებად აღიარა. თამარ ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ძირითადი პროგრამები ტურიზმის მიმართულებისაა. "საქართველოს მიმართ უცხოელი მეგობრების ინტერესი დღითიდღე იზრდება. ამ მხრივ, ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი სტუდენტები იქნებიან მაღალკვალიფიციური კადრები" - აღნიშნა ვეფხვაძემ.
როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ ნატალია ბარათელმა აღნიშნა: "მოლოდინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი აქვს, რამდენადაც სამომავლოდ იგეგმება კიდევ რამდენიმე პროგრამის განხორციელება. პროგრამის მომხიბვლელობა იმაშია, რომ თითოეული მათგანი აკრედიტებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია".
თსუ-ში 10 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს. მათ შორისაა:

ტურიზმის მენეჯმენტი (IV-V საფეხურები), სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (IV-V საფეხურები), მასაჟისტი (III საფეხური), კბილის სატექნიკო საქმე (IV საფეხური), კინო-ტელე რეჟისორი (IV-V საფეხურები), ტანსაცმლის დიზაინი (IV-V საფეხურები).






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary