დასაქმების ფორუმი სწავლითა და სამსახურით დაინტერესებული პირებისთვის
20 სექტემბერი, 2014
დასაქმების ფორუმი სწავლითა და სამსახურით დაინტერესებული პირებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ექსპო ჯორჯიაში" მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონში სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ერთდღიანი "დასაქმების ფორუმი" მიმდინარეობს.

"დასაქმების ფორუმზე" სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, გაეცნონ და გაესაუბრონ "პალიტრა მედიის", "ავერსის", ბანკ "რესპუბლიკის", "კოკა-კოლას", "ჯეოსელისა" და 180 სხვადასხვა სფეროში მომუშავე კომპანიის წარმომადგენელს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ღონისძიება წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ დასაქმების ფორუმს, რასაც სამუშაოს მაძებელთა სიმრავლე და დამსაქმებელი კომპანიების აქტიური მონაწილეობა მოწმობს. გარდა ამისა, ფორუმში მონაწილეობენ სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს თავიანთ სასწავლო კურსსა და პროგრამებს აცნობენ.

"საქართველოში პირველად ტარდება ამ ფორმატში მსგავსი ღონისძიება, სადაც დასაქმებისა და განათლების საშუალებები ერთადაა წარმომოდგენილი. დასაქმების მაძიებელს შეუძლია, გაეცნოს განათლების შესაძლებლობასაც, აქვე დარეგისტრირდეს განათლების მიღების მსურველად, გაიუმჯობესოს ცოდნა და უნარ-ჩვევები. ყოველივე ეს კი უკეთესი სამსახურის გარანტია" - განაცხადა განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა. 

"დღევანდელი დღე, პირველ რიგში, ემსახურება დასასაქმებელი და დამსაქმებელი ადამიანების შეხვედრას, მათ გაცნობაას და ვაკანსიების შეთავაზებას. ჩვენ სამუშაოს მაძიებლებს ვთავაზობთ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პრომოაგენტების ვაკანსიებს. რაც შეეხება ორგანიზებას, უნდა აღვნიშნო, რომ მაღალ დონეზეა წარმოდგენილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უკმაყოფილებაა ხალხის მხრიდან. როგორც ჩანს, საზოგადოება უფრო მეტ მათთვის მისაღებ ვაკანსიას ელოდებოდა" - აღნიშნა გამომცემლობა "დიოგენეს" პროექტების ასისტენტმა რეზი ლოლაძემ.

ფორუმი განსაკუთრებით გამოირჩევა ახალგაზრდების აქტიურობით.
"ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ერთ დღეში ვიპოვო სამსახური. ჩემი ინტერესის სფეროს, ძირითადად, ეკონომიკა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, გასაუბრება გავიარე ისეთი დაწესებულების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩემთვის შესაფერის ვაკანსიას მთავაზობდნენ" - განაცხადა ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ამბროსი მეგრელიშვილმა.

"დღევანდელი დღისგან ველოდებოდი უფრო მეტს, დაწესებულებების უმრავლესობა მთავაზობდა სტაჟირებას ან ტრენინგს. განაცხადი გავაკეთე გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე. მართალია, ეს ჩემს ინტერესში არ ხვდება, თუმცა, სხვა შემოთავაზებები არ იყო" - გვითხრა სტუდენტმა ანა ჭოველიძემ.

"დასაქმების ფორუმი" 10 საათზე დაიწყო და 19 საათამდე გაგრძელდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary