მშვიდობის დღის აღსანიშნავი კონცერტი
21 სექტემბერი, 2014
მშვიდობის დღის აღსანიშნავი კონცერტი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ააიპ "კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა" და "მასტერფის საქართველოს" ორგანიზებით საერთაშორისო მშვიდობის დღის აღსანიშნავად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

მასში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მომღერლებმა. აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყო და რუსთაველის მეტროსთან კონცერტით დასრულდა. დამსწრეთათვის დარიგდა ტკბილეული და სხვადასხვა სახის საჩუქარი. 

"მუსიკის, სპორტისა და სხვადასხვა აქტივობის დახმარებით, ხელს ვუწყობთ ომისა და ყოველგვარი კონფლიქტის აღმოფხვრას. ვფიქრობ, ეს ღონისძიება საზოგადოებას დაეხმარება, შეიგრძნონ მშვიდობის მნიშვნელობა" - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი აზარიაშვილმა.

კონცერტის მონაწილე ეკო ამყოლაძე მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი მშვიდობისკენ უნდა მიილტვოდეს. "ძალიან მინდა მშოფლიოში იყოს მშვიდობა. ვცდილობ, ჩემი აქ ყოფნითა და სიმღერით ხელი შევუწყო ყველა იმ პროცესის განვითარებას, რომელიც მშვიდობასთან არის კავშირში".

თორნიკე ჩიხლაძე ერთ-ერთი იყო იმ ადამიანებიდან, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ. "აქციის შესახებ არაფერი ვიცოდი, ჩემი ყურადღება გემოვნებიანმა მუსიკამ მიიქცია, რომელმაც აქ დარჩენა გადამაწყვეტინა".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary