ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი
22 სექტემბერი, 2014
ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიები ტარდება.

ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი პირველად 2002 წელს გაიმართა. მას შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, სადაც მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები, ანსამბლები.

სიმპოზიუმი ტარდება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟითა და საქართველოსა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნება დღეს გალაკონცერტით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი ანსამბლები: ბასიანი, მთიები, კონსერვატორიის ფოლკლორული ანსამბლი, ოქროს საწმისი (ავსტრალია), ჩუ-ინის კულტურისა და ხელოვნების ჯგუფი (ტაივანი, ჩინეთი) და სხვები.

"ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი ატარებს საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელზეც ჩამოდიან დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, წარმატებული, ცნობილი და მოთხოვნადი ეთნომუსიკოლოგები. ასევე რეჟისორები საკუთარი ფილმებით მრავალხმიანობისა და სხვადასხვა ერის ფოლკლორის შესახებ. წელს სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებს 40-მდე მეცნიერი. აქედან ნაწილი ქართველები, რაოდენობრივად უფრო მეტი კი უცხოელები არიან. მონაწილეობას იღებენ ანსამბლები ავსტრალიიიდან, ტაივანიდან, უკრაინიდან. ტაივანიდან პირველად გვყავს მომღერლები და ამიტომ განსაკუთრებით ამაღელვებელია. ეს სიმპოზიუმი იმ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართველ ეთნომუსიკოლოგებს საშუალება ეძლევათ, მსოფლიოში წამყვან ეთნომუსიკოლოგებთან უშუალო კონტაქტი დაამყარონ, მათი მიდგომა, კვლევის სფეროები, სიახლეები ამ დარგში აითვისონ მათთან ურთიერთობის პროცესში. გარდა ამისა, უცხოელ მეცნიერებს თავის მხრივ საშუალება ეძლევათ, რომ ქართულ კულტურას უკეთ გაეცნონ " - აღნიშნა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრის სპეციალისტმა თეონა ლომსაძემ.

სესიის მონაწილე ნონა ლომიძის თქმით, "სხვა სიმპოზიუმებზე, ძირითადად, ერთი საკითხი შუქდება, აქ კი თემები ძალიან საინტერესო და მრავალმხრივია".

"ყველა სიმპოზიუმში მაქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა, მონაწილეობასთან ერთად მისი ერთ-ერთი ორგანიზატორიც ვარ. ძალიან მიხარია, რომ ეს შეიქმნა საქართველოში და იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება. რაც უფრო გადის დრო, მრავალხმიანობა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ექცევა. მაგალითად, ევროპაში წელიწადი არ გავა, რომ მრავალხმიანობის შესახებ კონფერენცია არ ჩატარდეს. ჩატარდა კონფერენციები ვენაში, პორტუგალიაში, ესტონეთში, რუსეთში. ეს ჩემი პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილია " - აღნიშნა იოსებ ჟორდანიამ, სესიის მონაწილემ და ორგანიზატორმა ავსტრალიიდან.

სიმპოზიუმი 22-დან 26 სექტემბრიდან ჩათვლით კონსერვატორიაში 10:00 საათზე გაიმართება. სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდება სესიები, კონფერენციები, ფილმის ჩვენებები და კონცერტები.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary