აფხაზთა კრების ძირითადი საკითხების მიმოხილვა
22 სექტემბერი, 2014
აფხაზთა კრების ძირითადი საკითხების მიმოხილვა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კინოკლუბის დარბაზში გაიმართა "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის" წევრების შეხვედრა ,,მოძრაობა დაბრუნების ხელმძღვანელთან" მალხაზ პატარაიასთან.

შეხვედრაზე განიხილეს 27 სექტემბერს დაგეგმილი აფხაზთა კრების ძირითადი საკითხები და "დიპლომატთა ლიგის", როგორც კრების ერთ-ერთი ორგანიზატორის როლი ამ კრებაში. 

,,ის სტუდენტები, მომავალი თაობა, რომელსაც დღეს ჩვენ შევხვდით და ვესაუბრეთ, მოწყურებილია ამ თემებზე, კერძოდ კი, აფხაზეთზე რეალურ და სწორ დისკუსიებს. დღევანდელი დღე ასევე იყო წლების განმავლობაში დაგროვილი სტერეოტიპების მსხვრევის დღე. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო, რაც უფრო უახლოდება რუსეთს, მით უფრო შორდება აფხაზეთს. ჩვენი მიზანი კი მეტი კავშირის დამყარებაა აფხაზეთთან" – აღნიშნა ,,მოძრაობა დაბრუნების ხელმძღვანელმა" მალხაზ პატარაიამ.

"დიპლომატთა ლიგის" დამფუძნებელმა ბესიკ ექსეულიძემ განაცხადა: ,,ახალგაზრდებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ აფხაზეთის საკითხის მოგვარებაში. აუცილებელია, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას აფხაზეთის თემასთან მიმართებაში, რომელიც დარწმუნებულები ვართ, ნაყოფიერი იქნება და დადგება დრო ძალიან მალე, როდესაც ჩვენ შევალთ აფხაზეთში და ჩვენს დევნილებს დავაბრუნებთ საკუთარ მიწაზე".

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, როგორც სტუდენტები, ასევე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აფხაზეთის თემით. ერთ–ერთი მათგანი იყო ორგანიზაცია "ლაზარეს" ხელმძღვანელი ჯონი კვარაცხელია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტის ბესიკ ჩუბინიძის თქმით, ,,დღეს 27 სექტემბრამდე 5 დღით ადრე გავიხსენეთ ის დაცემული გმირები, რომლებმაც 1993 წლის 27 სექტემბერს საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნეს ჩვენი და ჩვენი მეგობრების თავისუფლება. მოხარული ვიქნები, თუ ასეთი შეხვედრა იქნება ინტენსიური და ჩვენი ახალგაზრდა თაობა, რომელმაც უნდა გადაიბაროს ჩვენი ქვეყანა , სიღრმისეულად გაეცნობა ჩვენი ქვეყნის პრობლემებს და არ დაივიწყებს 1993 წლის დაცემულ გმირებს".



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary