კონფერენცია „ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები“
24 სექტემბერი, 2014
კონფერენცია „ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტისა და თსუ-ს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია "ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები" გაიხსნა.

კონფერენცია თსუ-ს კლასიკური ფიზიოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომლობით იმართება.

ორი უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეებმა მიმდინარე წელს აღადგინეს მრავალწლიანი თანამშრომლობის ტრადიცია. ამ ტრადიციას საფუძველი 1966 წელს ორ უნივერსიტეტს შორის ისტორიული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩაეყარა.

1969 წლიდან მოყოლებული იენსა და თბილისში 9 კონფერენცია გაიმართა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ კი მეათე კონფერენცია თბილისში ტარდება.

კონფერენციაზე მოხსენებას წაიკითხავს 13 ქვეყნის 30 სამეცნიერო ინსტიტუტის 100-ზე მეტი მკვლევარი საქართველოდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, ირანიდან და რუსეთიდან.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იქ მყოფ საზოგადოებას სიტყვით მიმართა: "როდესაც ვუყურებთ მომავალს ჩვენი ქვეყნისა, ქვეყნისა, რომელიც ამ ცივილიზაციის ნაწილია, ნათლად ჩანს, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ დღეს, არ არის უბრალოდ ანტიკის კვლევა, არამედ ჩვენთვის უფრო სიღრმისეული ახსნა და მოცემა იმ ძირითადი ღირებულებების, რომელზეც აშენდა მთელი თანამედროვე ცივილიზაცია".

"დღეს კიდევ უფრო სიღრმისეულად სწავლობთ იმ საკითხებს, რომელთა მნიშვნელობაც არ არის დაკარგული და მოწყვეტილი ჩვენს რეალობას. იმ საკითხების შესწავლა, რომელიც უკავშირდება ანტიკურ კულტურას, დარწმუნებული ვარ, უფრო სწორ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს მომავალში" - განაცხადა თსუ-ს რექტორის მოადგილემ ლევან ალექსიძემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იენის პროფესორი იმოშ ტიკლერი, სამეცნიერო ფონდის დირექტორი და თსუ-ს პროფესორი მარინა ჩიტაშვილი. ისინი სიტყვით გამოვიდნენ, იქ მყოფ საზოგადოებას მიულოცეს კონფერენციის დაწყება და წარმატებები უსურვეს.

კონფერენციებმა მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და კლასიკური სიძველეთმცოდნეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ფორუმად იქცა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary