თსუ–ს პრესკლუბის პრეზენტაცია
25 სექტემბერი, 2014
თსუ–ს პრესკლუბის პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ–ს პრესკლუბის პრეზენტაცია გაიმართა.

თსუ–ს პრესკლუბი ჩამოყალიბდა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ და მისი მთავარი მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით ხელი შეუწყოს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში.

როგორც ერთ–ერთმა პრეზენტატორმა მარიამ ადამიამ აღნიშნა: "მომავალი ჟურნალისტები შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებასა და გამოცდილების მიღებას. პრესკლუბის შექმნა აუცილებელი იყო იმისათვის, რომ გაშუქდეს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა. ყველა სიახლე ოპერატიულად დაიდება პრესკლუბის გვერდზე".

თსუ–ს პრესკლუბს აქვს გვერდი, რომლის მოწონებაც შეუძლიათ სოციალური ქსელის "Facebook" მომხმარებლებს. გვერდზე განთავსდება უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები და სიახლეები. 

პრესკლუბის ხელმძღვანელისა და პრეზენტატორის მარიამ ჯინჯიხაძის თქმით: "უნივერსიტეტში არ არსებობს პლატფორმა, სადაც მომავალი ჟურნალისტები შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას. ჩვენ შევქმნით ბლოგს, სადაც საინტერესო ინფორმაციებსა და ინტერვიუებს განვათავსებთ. ასევე გავრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ასახული იქნება უნივერსიტეტში ჩატარებული ღონისძიებები".

პრეზენტაცია კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრესკლუბში გაწევრიანებისათვის აუცილებელია სტუდენტები დარეგისტრირდნენ, გააგზავნონ თავიანთი ნაშრომი, ხოლო შემდეგ გასაუბრების შედეგად შეირჩევიან საუკეთესოები.
პრეზენტატორებმა აღნიშნეს, რომ კლუბში გაწევრიანება ამჟამად მხოლოდ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეეძლებათ. 

პრეზენტაციის დამსწრემ ნინო ყურუამ აღნიშნა: "მისასალმებელია დღევანდელი პრეზენტაცია. სტუდენტურმა თვითმმართველობამ წარმოგვიდგინა პრესკლუბის მისია. როგორც გავიგე, ეს ყველაზე კარგია ჟურნალისტებისთვის. ასევე კარგია, რომ გაშუქდება სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა და ღონისძიებები, რომელიც ყოველკვირეულად იმართება".




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary