ევროკავშირის კულტურის კვირეული - შეიცანი ევროპა ხელოვნების გზით
25 სექტემბერი, 2014
              ევროკავშირის კულტურის კვირეული - შეიცანი ევროპა  ხელოვნების გზით ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულტურის კვირეული.

ევროპის კვირეულის გახსნის ცერემონია კუს ტბაზე (ღია სცენა) გაიმართა. ევროპის კულტურის კვირეული თბილისში ოფიციალურად გახსნა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარტინა ქუიქმა. გახსნაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციისა და ინფორმაციის ატაშე ჯუზეპე ვასკესი. გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შვედური ელექტრონული პოპ-არტ ჯგუფის "Tikkle Me" კონცერტი.

პროექტის ხელმძღანელმა მაია ჩიტაიამ განაცხადა, რომ "ევროკავშირის კულტურის კვირეული - 2014" ტარდება ევროპული კულტურის წარმოჩენის მიზნით საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ფოთში 2014 წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე.

"ევროკავშირის კულტურის კვირეული" კულტურის ფესტივალია, რომლის მიზანია ევროპული
ღირებულებების წარმოჩენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და
მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით. 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება: დისკუსიები ქართველ მწერლებთან, კონცერტები, კინოჩვენება, თეატრალური დადგმა, გამოფენები, ქუჩის ხელოვნების პერფორმანსები და სხვა.
,,მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი შედგება 28 წევრისგან. თითეულ წევრ ქვეყანას აქვს თავისი მდიდარი კულტურა და ამიტომაც ევროკავშირი არის კულტურულად მდიდარი. მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში გაიხსნა ევროპული კულტურის კვირეული, სადაც კონცერტს გამართავს შვედური ჯგუფი "Tikkle Me" - განაცხადა შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში მარტინა ქუიქმა.

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა მაია ჩიტაიამ აღნიშნა: ევროპის კულტურის კვირეული - 2014" ტარდება ევროკავშირის დაფინანსებით პროექტის "ერთად შევეგებოთ ევროპას" ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კომპანია "ექშენ გლობალ ქომუნიქეიშენს".
"ევროპის კულტურის კვირეული - 2014"-ის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის, ქუთაისისა და ფოთის მერიები, "ბრიტანეთის საბჭო საქართველოში", შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში, "გოეთეს ინსტიტუტი", "საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი" და სასტუმრო "ამბასადორი".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary