სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ახალი ინიციატივის პრეზენტაცია
27 სექტემბერი, 2014
სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ახალი ინიციატივის პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ პრესკონფერენცია გამართა.

სტუდენტთა სამეციერო საზოგადოება სამართლის სკოლის ბაზაზე აღმოცენებული გართიანებაა, რომელიც 2010 წელს დაარსდა.


მათ მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივა გულისხმობს სტუდენტურ ნაშრომთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას, რომელიც ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში არსებული კონცეფციის ანალოგი იქნება. ბაზაში წარმოდგენილი იქნება ყველა დარგობრივი მიმართულება. თითოეულ მიმართულებას უხელმძღვანელებს სტუდენტთა ჯგუფი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი წევრის ნოდარ ჭიაბრიშვილის თქმით, "დღევანდელი პრეზენტაცია შეეხება სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით განსახორციელებლად ინოვაციურ პროექტებსა და სტუდენტური ერთიანი ბაზის იდეას. სამომავლოდ პროექტი გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტების წახალისებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის სტუდენტებში. პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ინტერესჯგუფის შექმნას, რომლის წარმომადგენლებიც იქნებიან საქართველოში არსებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი გაუძღვებიან ამ პროექტების კურირებას".

წარმოდგენილი ბაზა მიზნად ისახავს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ულტრათანამედროვე მეთოდების დანერგვას, ასევე სტუდენტთა ნაშრომებისა და კვლევების მიმართ ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სამეციერო მუშაობის პოპულარიზაციას.
"ამ პროექტში ჩერთვება საქართველოს იურიდიული ფაკულტეტების მთელი კონგლომერატი. ძირითადად, ითვალისწინებს სტუდენტების მიერ წარმოებული კვლევების კონსოლიდირებას. ეს იქნება ერთიანი ბაზა, სადაც ყველა ღირებული, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო ნაშრომები იქნება თავმოყრილი. ბუნებრივია, ეს არის გარკვეულწილად წვდომის არაჩვეულებრივი საშუალება და სტიმული ახალგაზრდა მკვლევარებისთვის. საბოლოო ჯამში, რაც საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეს აკლია, ეს არის ის, რომ უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ სწავლა, უნივერსიტეტი, პირველ რიგში კვლევაა" - აღნიშნა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ზაზა მარუაშვილმა.

სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სტუდენტები დარგების მიხედვით სკოლებში ჩაატარებენ სემინარებს. სკოლის მოსწავლეები კი მაქსიმალურად ჩაერთვებიან და იაქტიურებენ. ამ შემთხვევაში სტუდენტი ლექტორის ფუნქციას იძენს. 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის ეთერ ქათამაძის თქმით, "სამეცნიერო საზოგადოებამ შექმნა საიტი, სადაც ნებისმიერ მსურველს, ვინც არის რაიმე პუბლიკაციის ან ნაშრომის ავტორი, შეუძლია ატვირთოს. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას სხვადასხვა უნივერსიტეტიც შეუერთდება".

ამ საიტზე არ გამოქვეყნდება მხოლოდ საქართველოში მყოფი სტუდენტების ნაშრომები, არამედ საქართველოდან წასული სტუდენტებისთვის გამოიყოფა ცალკე ველი, რათა სურვილის შემთხვევაში მათაც მოახდინონ ნაშრომების გამოქვეყნება.

შეგახსენებთ, რომ საიტზე აიტვირთება პუბლიკაციები, საბაკალავრო, სამაგისტრო, საკონფერენციო ნამუშევრები. სამ თვეში ერთხელ კი მოხდება ატვირთული მასალების რეფერირება და წახალისების მიზნით შერჩეული მასალა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ელექტრონულ ჟურნალში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary