იმიტირებული სასამართლო პროცესი სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა
22 ივნისი, 2013
იმიტირებული სასამართლო პროცესი სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესში მონაწილეობას მოქმედი ადვოკატები და მოსამართლეები იღებდნენ. ნაფიც მსაჯულებად კი წარმოდგენილნი იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები.

იმიტირებულ პროცესში სისხლის სამართლის დარგში მომუშავე ადვოკატები კონკურსის შედეგან შეირჩნენ. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში: გაძლიერებული სასამართლო უნარ–ჩვევები, ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები, საპროცესო შეთანხმებები, რის შედეგადაც უკვე შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი უნარები პრაქტიკაში, იმიტირებულ სასამართლოში გამოეყენებინათ. სტუდენტების მონაწილეობა იმიტირებულ პროცესში მათი სურვილის შესაბამისად მოხდა.
სტუდენტების განმარტებით ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მათთვის მისასალმებელია. ,,მე ვფიქრობ, რომ კარგი და შედეგიანი იქნება ყოველი ჩვენგანისთვის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა, რადგან ყველა სტუდენტისთვის აუცლებელია მიიღოს გამოცდილება, რაც გამოადგება მომავალ პროფესიულ წინსვლაში" – აღნიშნა გიორგი გიგლემიანმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა.
იმიტირებული სასამართლო პროცესი ამერიკის იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. მსგავსი ღონისძიებები ორგანიზიციის მიერ ხშირად ხორციელდება. მათი მიზანია, იმიტირებული სასამართლო პროცესების მეშვეობით ადვოკატებისთვის პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary