თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა
03 ოქტომბერი, 2014
თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები, პრობლემები" გაიხსნა.


კონფერენცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. მის მუშაობაში მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერი, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მიწვეული სტუმარი მონაწილეობს.

კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქალაქ თბილისის მერი, თსუ-ს პროფესორი დავით ნარმანია. ასევე, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი ელენე ხარაბაძე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე.

"ყველა კონფერენცია უდაოდ არის ჩვენი მეცნიერული აზრების შეჯერება. ამ კათედრას მინდა წარმატებები ვუსურვო. ეს არის ერთ გუნდად შეკრული არაჩვეულებრივი კოლექტივი, რომელიც დიდ საქმეს აკეთებს უნივერსიტეტში. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი სასწავლო კომპონენტის ჰარმონიზაცია ევროპულ სასწავლო კომპონენტთან. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯი გადაიდგა ცალკეულ კათედრებზე, მათ შორის ბუღალტერიის კათედრაზე" - განაცხადა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თეიმურაზ შენგელიამ.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, პროფესორ ელენე ხარაბაძის თქმით, თანამედროვე საზოგადოებაში მათ კურსდამთავრებულებზე დიდი მოთხოვნაა - "იმედი მაქვს, რომ მომავალ 100 წლიან იუბილეს კათედრა ახალი წარმატებებითა და გამარჯვებებით აღნიშნავს".

კონფერენციას ესწრებოდა პროფესორი, რუსეთის ეკონომიკურ მეციერებათა აკადემიის დოქტორი ვლადიმერ ჯაია, რომელმაც კათედრას ლომონოსოვის 300 წლისადმი მიძღვნილი მედალი, ჟურნალი და წიგნი უსახსოვა.

კონფერენცია 3-დან 5 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary