„რადიკალური ისლამი დასავლეთის წინააღმდეგ“
03 ოქტომბერი, 2014
„რადიკალური ისლამი დასავლეთის წინააღმდეგ“  ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში  "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" ორგანიზებით, დოკუმენტაური ფილმის "რადიკალური ისლამი დასავლეთის წინააღმდეგ" ჩვენება გაიმართა.


ფილმი მოგვითხრობს რადიკალი ისლამისტური დაჯგუფებების შექმნისა და ჩამოყალიბების ისტორიას, მის როლს საერთაშორისო დემოკრატიულ სისტემასა და დასავლური სამყაროში.

ჩვენებას თსუ-ს სტუდენტებთან ერთად სხვა სასწავლებლების სტუდენტებიც ესწრებოდნენ. ,,აქტუალური და საინტერესო თემა იყო მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ამ პრობლემებზე სასაუბროდ სწორი ფორმა მოძებნეს ორგანიზატორებმა" - გვითხრა საუბრისას სტუდენტმა ანი ბოჭორიშვილმა.

ფილმის დაწყებამდე აუდიიტორიას სიტყვით მიმართეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ფილმის ჩვენება თემის აქტუალობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. ასევე, ისაუბრეს ახალი ღონისძიების "ახალგაზრდული ამბასადორიალი" შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს 3 დღის განმავლობაში იმუშაონ უცხოეთში საქართველოს წარმომადგენლების, ელჩების, კონსულებისა და ა.შ. რანგში.

ფილმის დასრულებისთანავე გაიმართა დისკუსია, რომელშიც ორგანიზატორებთან ერთად აუდიტორიაც აქტიურად მონაწილეობდა.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary