,,სამეცნიერო პიკნიკი“ ვაკის პარკში
04 ოქტომბერი, 2014
                                ,,სამეცნიერო პიკნიკი“ ვაკის პარკში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,სამეცნიერო პიკნიკი" - ასე ჰქვია ერთდღიან ღონისძიებას, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ვაკის პარკში გაიხსნა.

მისი მიზანი მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების ყველა ასაკის ადამიანისთვის სახალისო ფორმით წარდგენაა.

,,სამწუხაროდ, საქართველოში არ არის სამეცნიერო მუზეუმი, სადაც ახალგაზრდები გაეცნობიან სამეცნიერო მიღწევებს. ამიტომ, ღონისძიების მთავარი მიზანი ჩვენს ქვეყანაში მეცნიერების პოპულარიზაციაა. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების სამეცნიერო მიღწევებს" - აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

ღონისძიებაზე 60 ქართული და 20-მდე უცხოური ჯგუფია დარეგისტრირებული. 

,,პიკნიკზე" სხვადასხვა სახის ნაკეთობა და პროდუქციაა წარმოდგენილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროექტის ,,ინკლუზიური განათლება"" პრეზენტაციაც წარადგინეს.

როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა თქვა, ღონისძიება წელს უკვე მესამედ იმართება. წელს მასში ქართველებთან ერთად მონაწილეობას უკრაინელი, პოლონელი და ესტონელი ახალგაზრდები იღებენ.

,,წელს პირველად ვმონაწილეობ მსგავს პროექტში. ძალიან მრავალფეროვანი და სახალისოა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მომავალ წელსაც შევუერთდები ,,სამეცნიერო პიკნიკს" - აღნიშნა ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ ქეთი უგულავამ.

გამოფენის შემდეგ რობოტების შეჯიბრება გაიმართება, რომელთა შემქმნელებიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary