„ლეონარდო და ვინჩი 2014“
07 ოქტომბერი, 2014
„ლეონარდო და ვინჩი 2014“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქათველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი 2014“ მიღებას აცხადებს.
საკონკურსო პროგრამის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა ისაუბრეს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მსურველებს ნამუშევრების ელექტრონული დარეგისტრირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რუსთაველის ეროვნული ფონდის ვებ-გვერდებზე www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge 8 ოქტომბრიდან შეეძლებათ. წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების, როგორც ტექსტუალურ აღწერილობას, ასევე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 3 ნოემბერს, ხოლო ნამუშევრების ფონდში წარმოდგენა 13 ნოემბერს დასრულდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის თქმით, „ ეს გახლავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის ერთობლივი პროექტი. კონკურსის მიზანია, ხელი შეიწყოს შემოქმედი და ინოვაციური იდეებით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენას. წაახალისოს მათი იდეები და განავითაროს მათში საპროექტო უნარ-ჩვევები“.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები ფულადი პრემიებითა და სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. I ადგილი-5000, II -3000, ხოლო - III ადგილი - 2000. გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები, კი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მარინე ჩიტაშვილის თქმით, „ლეონარდო და ვინჩის კონკურსი ამ სახით წელს ბოლოჯერ, ანუ მეხუთედ იმართება. პროექტის მიმართ წლიდან წლამდე სტაბილური ინტერესი ნარჩუნდება. გაისად ეს კონკურსი უფრო გაფართოვდება. შეიცვლება, როგორც შერჩევის წესი, ასევე დაჯილდოების წესი. ხუთწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა ამ პროექტის სუსტი და ძლიერი მხარეები, შესაბამისად, შევეცდებით გავაძლიეროთ ის, რაც კარგია და გადავიდეთ იმაზე, რომ არა მარტო გამომგონებლები, არამედ საერთოდ კვლევასთან მიმართებაში ნიჭიერი ბავშვები წავახალისოთ“.

შეგახსნებთ, რომ კონკურსი გამოავლენს და წაახალისებს შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური 6 დეკემბერს დაგეგმილ გამოფენაზე გამოავლენს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary