ევროპის სამეზობლო პოლიტიკა
07 ოქტომბერი, 2014
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა პერსპექტივაში” მრგვალი მაგიდა გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპელი, უკრაინელი და ქართველი ექსპერტები.

,,ეს კონფერენცია ეხება ევროკავშირის პოლიტიკის შესწავლას საქართველოსა და რეგინებთან მიმართებაში. ,,MAXCAP” არის კონსორციუმი, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის დაფინანსებით, რათა გამოიკვლიონ რა ხარვეზები აქვს ევროკავშირის პოლიტიკას ამ რეგიონში. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა 10 ექსპერტი და სურთ აზრთა გაცვლა ქართველ ექსპერტებთან“- განაცხადა კონფერენციის თანაორგანიზატორმა, ბერლინის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელმა და დოქტორანტმა ბიძინა ლებანიძემ ,,თავისუფალ ასოციაციასთან“ საუბარში.

ასევე, ჩვენთან საუბარში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა და „ლიბერალური ხედვების ასოციაციის“ პრეზიდენტმა ნინო ოხანაშვილმა განაცხადა: ,,ძალიან მიხარია, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციები ილიას უნივერსიტეტში საკმაოდ ხშორად ტარდება. მოხარული ვარ, რომ სტუდენტებს გვეძლევა შესაძლებლობა დავესწროთ ისეთი მაღალი დონის კონფერენციებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მეტი ინფორმაცია ჩვენთვის საინტერესო თემატიკის ირგვლივ. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს უმთავრეს საგარეო პრიორიტეტს წარმოადგენს, მსგავსი ტიპის კონფერენციების გამართვა მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ილიას უნივერსიტეტი არის პროევროპული ღირებულებების მატარებელი“.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია როგორც უცხოელი ექსპერტების, ისე ქართველების მოხსენებების წარდგენა და შეჯამება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary