როგორ შევქმნათ ყველაზე გაყიდვადი სატელევიზიო პროდუქტი?
07 ოქტომბერი, 2014
როგორ შევქმნათ ყველაზე გაყიდვადი სატელევიზიო პროდუქტი? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია "დავითიანნმა" პროექტის "დიალოგი მომავალ თაობასთან" ფარგლებში პროდიუსერ, სცენარისტსა და რეჟისორ მიშა მშვილდაძეს უმასპინძლა.

მიწვეულმა სტუმარმა დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრა დღევანდელ ქართულ სატელევიზიო პროდუქტებსა და პროექტებზე, მსმენელებს გააცნო მათი შექმნის ისტორია და წარმატების განმაპირობებელი მიზეზები.

"საჭიროა ბევრი შრომა და წარმატება თავისით მოვა" - თქვა მიშა მშვილდაძემ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში სხვადასხვა აქტუალური თემის გარშემო. მიშა მშვილდაძე არის შემდეგი სატელევიზიო პროექტების რეჟისორი და პროდიუსერი: "ჩემი ცოლის დაქალები", "კლინიკა", "ნაფიცი მსაჯული", ფილმების "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" და " ტაქსი", ასე რომ, დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება, განეხილა თავისი საყვარელი ტელეგმირები, ემსჯელა ამ პროექტების ღირებულებაზე საქართველოში და მის პოტენციალზე საზღვრებს გარეთ. 

"პროექტი უკვე სამი თვეა მიმდინარეობს, მის ფარგლებში მოწვეულები იყვნენ ისეთი ცნობილი და საინტერესო სტუმრები, როგორებიც არიან პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე, პაატა ბურჭულაძე, გელა ჩარკვიანი, შალვა რამიშვილი, ლალი მოროშკინა, რაც შეეხება მომავალ სტუმრებს, სავარაუდოდ, ისინი იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ინგა გრიგოლია" - აღნიშნა "დავითიანნის" სამოქალაქო აქტივობის კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით ყურაშვილმა. 

შეხვედრა იმართება ყოველ სამშაბათს 18:00 საათზე, სადაც მსმენელებს ელიან ცნობილი ადამიანები სხვადასხვა საინტერესო და აქტუალური თემით.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary