ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის პროექტებში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვას განიხილავენ
09 ოქტომბერი, 2014
ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის პროექტებში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვას განიხილავენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის პროექტებში ქართველი ახალგაზრდების ჩართვის პერსპექტივებს განიხილავენ.

აღნიშნულ საკითხზე იტალიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის საპატიო დირექტორ ლუჩიანო ბერტოჩისთან შეხვედრაზე იმსჯელეს.

თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის პროექტებში მონაწილეობა ქართველ მეცნიერებსა და დოქტორანტებს იმ ინტენსიურ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის საშუალებას მისცემთ, რომელსაც ცენტრი მრავალი მიმართულებით ახორციელებს. ქართველი მკვლევარებისთვის ეს იქნება პლატფორმა მრავალმხრივი სამეცნიერო კონტაქტების დასამყარებლად და, შესაბამისად, თანამედროვე პრობლემატიკის კვლევებში ჩასართველად.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary