შეხვედრის მთავარი თემა, დიპლომატთა ლიგისა და აფხაზეთის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს მიერ გამართული აქციების ორგანიზება იყო.
ბატონმა მალხაზ პატარაიამ ახალგაზრდებთან ისაუბრა ყველა იმ საკითხისა და აქტივობის შესახებ, რომელიც რეზოლუციამდე მოხდა. ასევე, იმ აქციებზე, რომელიც მომავალში განხორციელდება.
,,ჩვენი მთავარი მიზანია, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნების ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ 27 სექტემბერს ჩავატარეთ კრება, ვერ მოვახერხეთ ჩვენი მიზნის ბოლომდე მიღწევა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საკუთარი ინტერესების დასაცავად. იმ ინტერესების, რომელიც ემსახურება საქაართველოს ერთინობას, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასა და დევნილი მოსახლეობის ინტერესების დაცვას" - აღნიშნა საუბრისას ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის პრეზიდენტმა ბესიკ ექსეულიძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.