ჟურნალ „17"-ის პრეზენტაცია
13 ოქტომბერი, 2014
ჟურნალ „17"-ის  პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს მწერალთა სახლში ჟურნალ "17"-ის პირველი ბეჭდური ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

ჟურნალი "17" "იდენტობის" კვარტალური ჟურნალია. ჟურნალის მიზანია, უხილავ პრობლემებზე ღიად საუბარი, როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი ავტორების მიერ. სტატიების უმეტესობა კვლევითია და ხელმისაწვდომი ენითაა დაწერილი.

პირველი გამოცემა ძალადობის, მასკულინობისა და პატრიარქალური კულტურის მრავალმხრივ კრიტიკას ეწევა.

საღამოს ორგანიზატორის ანა რეხვიაშვილის თქმით, "ჟურნალი "17" ეძღვნება საქართველოში სხვადასხვა ადამიანის უფლებების თემას და ცდილობს წარმოაჩინოს ის საკითხები, რომლებსაც შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა. პირველი ნომერი, ძირითადად, ბევრ სამეცნიერო სტატიას შეიცავს. ეს არის ჟურნალი, რომელიც აერთიანებს პოპულარულ ჟურნალისტიკას და აკადემიურ ნაშრომებს. ამის გარდა, დაგეგმილია სამი ნომრის გამოშვება, რომელიც სხვადასხვა თემას ასახავს. ვიმედოვნებთ, რომ ამ ოთხი ნომრის შემდეგ, კიდევ გავაგრძელებთ ჟურნალის გამოცემას".

ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალას ბევრი ავტორი ჰყავს. ვისაც სურვილი გაუჩნდა, რომ ჟურნალისთვის დაეწერა სტატია ან კვლევა, ამის საშუალება მიეცა.

"ჟურნალის ბეჭდური სახით გამოცემის მთავარი მიზანი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი აუდიტორია მოვიცვათ. განსაკუთრებით ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ვებრესურსებთან წვდომა, ასეთია რეგიონები. ამ ჟურნალში ჩემი სხვადასხვა მასალაა გამოქვეყნებული, ესაა: ინტერვიუ, კვლევა, სტატია. მთელი ჟურნალის სტრუქტურა ერთი იდეის ქვეშ არის გაერთიანებული "არა ძალადობას" " - აღნიშნა ჟურნალ "17-ის" სარედაქციო კოლეგიის წევრმა შორენა გაბუნიამ.

"იდენტობას" აქვს ვებგვერდი (www.17maisi.org), სადაც ამ ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალას ატვირთავენ. ვებგვერდის პარალელურად მიდის ბეჭდური მასალის გაძლიერება.
ჟურნალი "17" თბილისში ნიდერლანდების სამეფოს ფინანსური მხადაჭრით გამოიცემა.

"ჟურნალის მხარდაჭერის გარდა,  არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს განათლების ამაღლებას ინფორმირების მეშვეობით. ჩვენ გვწამს, რომ ლგბტ უფლებები ადამიანის უფლებების შემადგენელი ნაწილია" - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილემ ფლორა ნაუტენ ელიზინგმა.

ჟურნალი ამჟამად მხოლოდ ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. შემდეგი გამოცემები კი იქნება როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვანი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary