ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა, რომლის ლოზუნგი "ნუ მიიღებ კანონს ჩვენზე უჩვენოდ" იყო. სტუნდენტები აპროტესტებდნენ ახალ კანონს, რომელიც რექტორის დანიშვნას ეხება.
ახალგაზრდების აზრით, ყოვლად დაუშვებელია, პრემიერმინისტრი, ან მთავრობის რომელიმე სხვა წარმომადგენელი ნიშნავდეს რექტორს, თუნდაც, მისი მოვალეობის დროებით შემსრულებელს.
მიუხედავად იმისა, რომ "ფეისბუქის" გვერდზე აქციაზე წამსვლელთა რიცხვი 2-ჯერ მეტი იყო, აქციას სულ 50-მდე სტუდენტი ესწრებოდა.
"ჩვენ ვაპროტესტებთ კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტში რექტორის დანიშვნის უფლება მიეცემა პრემიერმინისტრს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგვწონს ის ფაქტი, როცა პრეზიდენტ აკეთებდე იმავეს. უნივერსიტეტის ცხოვრებაში, თუნდაც, დროებითი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხში არავინ უნდა ერეოდეს, რადგან ეს არის აკადემიური სტრუქტურა, რომელსაც აქვს უფლება, თავისი გადაწყვეტილებით, თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები და დანიშნოს მმართველი" - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მიხეილ ბოჭორიშვილმა.