სტუდენტები მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და რექტორის პოსტზე გია ეძგვერაძეს უწევენ რეკომენდაციას.
ახალგაზრდების თქმით, არჩევნები დროზე ადრე ჩატარდა, ისინი განმეორებითი არჩევნებსა და მის ობიექტურად ჩატარებას ითხოვენ.
უმაღლესი სასწავლებლის ყოფილი ლექტორის თქმით, "აკადემიის დებულების მეცხრე მუხლი შეცვლილია და კონკრეტულად იმ ადამიანზეა მორგებული, რომელიც დღეს აირჩიეს, ეს იყო არადემოკრატიული არჩევნები".
სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ნატა ნებიერიძე ამბობს: "ვაპროსტესტებთ ამ მახინჯი ფორმით ჩატარებულ არჩევნებს. ვაპროტესტებთ იმას, რომ გია გუგუშვილი იმიტომ არის რექტორი, რომ არის ნარმანიას ნათესავი და მის საარჩევნო კლიპებში იღებდა მონაწილეობას. კულტურის სამინისტროს იურისტმა თავისი პირით გვითხრა, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი".
სტუდენტები საპროტესტო აქციის მოწყობას ხვალაც გეგმავენ.