სტუდენტების თქმით, ,,აკადემიაში არ მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი; არ არსებობს თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცე; სასწავლო პროგრამები ვადაგასულია; არ არსებობს აკადემიური თავისუფლება; ხელოვნება ხელობადაა გადაქცეული; განსაზღვრული ჯგუფი სტუდენტებისა და ლექტორებისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს; სტუდენტებში კლავენ თავისუფალ აზრს, შემოქმედებით უნარს და ეს აკადემიის უმთვრეს მიზნად აქციეს".
აკადემიაში აირჩიეს რექტორი,რომელსაც არაერთი თანამდებობა ეკავა, თუმცა, როგორც სტუდენტები ამბობენ, მის მრავალწლიან მოღვაწეობას, აკადემიისთვის შედეგი არ მოუტანია.
"ასევე, დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტეს არ მიეღოთ ლექტორი, რომელმაც სტუდენტებთან ერთად საჯაროდ გააპროტესტა აკადემიაში არსებული მდგომარეობა" - ამბობენ სტუდენტები, რომელთა მთავარი მოთხოვნაა, პროფესორთა კონკურსის უსამართლო შედეგების გაუქმება და ლუიზა ლაფერაძის დაბრუნება აკადემიაში. ისინი უნდობლობას უცხდებენ რექტორის არჩევნების შედეგებსა და საკონკურსო კომისიას.
როგორც სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გიორგი კარტოზია ამბობს: ,,ეს ოქმი (რომლის თანახმადაც, ლუიზა ფერაძე არ აირჩიეს აკადემიურნ თანამდებობაზე) არის პირდაპირი ბოდვა და დაშინება სამხატვრო აკადემიის სხვა ლექტორების! თუ ვინმე გვერდით დაგვიდგება სტუდენტებს, ლუიზას ბედს გაიზიარებს. ეს არის ამ ბოროტი და მახინჯი სისტემის შედეგი, რომელიც არის ზუსტად საბჭოეთის გადმონაშთი და რომელიც იშორებს ყველას, ვინც მის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს!"
სტუდენდების აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.