ქეთევან კობახიძის პერსონალური გამოფენა
15 ოქტომბერი, 2014
ქეთევან კობახიძის პერსონალური გამოფენა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გალერეაში "ვერნისაჟი" ქეთევან კობახიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

"გალერეა მრავალპროფილურია. აქ კეთდება სხვადასხვა თაობის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური. დღეს გაიხსნა ახალგაზრდა მხატვრის ქეთევან კობახიძის გამოფენა. აქ წარმოდგენილია დაახლოებით, 38 ნამუშევარი: გრაფიკული, ფერწერული ნახატები, ასევე, პეიზაჟი, პორტრეტი" - აღნიშნა გალერეის დირექტორმა ზაირა ბერელიძემ.

ქეთევანმა სამხატვრო აკადემია 2011 წელს დაამთავრა. სწავლის პერიოდში ხატავდა, როგორც მოყვარული, ასევე, იღებდა მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებში.

"ეს არის ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა. აქამდე მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას, ძირითადად გალერეა ვერნისაჟში. დღეს წარმოდგენილია პეიზაჟები, ასევე პორტრეტები. შერეული ტექნიკით შესრულებული აბსტრაქციები და ესკიზები. ვფიქრობ, საკმაოდ მრავალფეროვანი გამოფენაა. ძალიან გამიხარდება თუ ბევრი ადამიანი მოვა გამოფენაზე და დაათვალიერებს ჩემს ნამუშევრებს" - ამბობს ქეთევან კობახიძე.

დამთვალიერებლებისთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო ქეთევანის ნახატების ხილვა. ზოგიერთი მათგანისთვის მოულოდნელიც კი, რადგან ის სამხატვრო აკადემიაში სწავლამდე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.

ერთ-ერთმა დამთვალიერებლმა ხათუნა ინწკირველმა გვითხრა: "არ ველოდი მისგან ამდენს, რადგან ქეთი სხვა სპეციალობაზე სწავლობდა, თუმცა, აკადემიაც დაუმთავრებია. ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველა ნახატი ძალიან მომეწონა. მე არ ვარ მხატვარი, მაგრამ ის რაც ყველაზე ახლოს იყო ჩემთან, ესაა ფერთა შეხამება. გამოვარჩევდი ერთ-ერთ ნახატს მნათობს, რომელიც ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა".

შეგახსენებთ, რომ  "ვერნისაჟში" გამოფენა  22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary