განათლების მინისტრი სტატუსშეჩერებული სტუდენტების ბედზე
16 ოქტომბერი, 2014
განათლების მინისტრი სტატუსშეჩერებული სტუდენტების ბედზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის, სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს, სტუდენტთა მიერ სტატუსის შეჩერების საკითხზე შეხვდა.

შეხვედრის მიზანი სწორი ინფორმაციის მიწოდება იყო, თუ როგორია ამ ეტაპზე რეალური სურათი, რა გააკეთა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტუდენტების სწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

შეხვედრისას იმსჯელეს, თუ როგორი მდგომარეობაა დღეისათვის. რამდენი სტუდენტი იღებს დაფინანსებას, რამდენად გაზრდილია სოციალური ფონდები და რეალურად რამდენი სტუდენტია, ვისაც ფინანსური დავალიანების გამო აქვს სტატუსი შეჩერებული.

ფინანსური დავალიანების გამო დღეის მდგომარეობით სტატუსი 11 000 სტუდენტს აქვს შეჩერებული. მათ შორის არიან სტუდენტები, რომელთაც 100%-იანი გრანტი აქვთ მოპოვებული და მიზეზად მაინც ფინანსური დავალიანება აქვთ მითითებული. არიან სტუდენტები, რომელთაც 100%-იანი გრანტის ვადა (4 წელი) ამოეწურათ, ვერ დააგროვეს სათანადო კრედიტები და დამატებითი სემესტრის აღება უწევთ.

მინისტრის განმარტებით, 2013 წლამდე ბაზაში სტუდენტების აღრიცხვიანობის სისტემა იყო მოუგვარებელი. მეორე წელია ბაზაში ყველა ინფორმაცია აისახება, რამაც შესაძლებელი გახადა მოხდეს გარკვეული ანალიზი და შეიქმნას არსებული მდგომარეობის რეალური სურათი.

„თავდაპირველად საუბარი იყო 11 000 სტუდენტზე, რომელთაც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი აქვთ შეჩერებული. ეს არის მზარდი ციფრი, რომელიც მოდის წინა წლებიდან. რეალურად ესენი არიან სტუდენტები, რომლებმაც ჩააბარეს უნივერსიტეტებში იმ დროს, როდესაც ეს სისტემა დაინერგა სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით. ყოვლად უვარგისი სისტემა, მაგრამ რადგანაც გარკვეულ საგანმანათლებლო ციკლზეა მორგებული, ამის შეწყვეტა ყოველ წუთში არ შეიძლება. ჩვენ ჩავშალეთ ეს რაოდენობა და ვნახეთ რეალური დავალიანებების რაოდენობა, მიზეზები, ეს ციფრი საბოლოოდ განახევრდა“-ამბობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

როგორც სტუდენტები აღნიშნავენ სტატუსის შეჩერების ძირითადი მიზეზი ფინანსური პრობლემაა. მათი თქმით, კარგი იქნება თუ გაიზრდება გრანტები, სტიპენდიები, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება, გაკეთდება უფასო ფაკულტეტები.

სტუდენტური ომბუდსმენის წევრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ოთარ უბილავას თქმით, „განათლების მინისტრთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ მიზანს. მისი მხირად მივიღეთ გარკვეული შემოთავაზება. აქტიურად ვაპირებთ ამ საკითხზე მუშაობას. ჩვენ კიდევ ვითანამშრომლებთ, როგორც განათლების მინისტრთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. განათლების მინისტრმა შემოგვთავაზა გარკვეული მექანიზმები, რისი საშუალებითაც იგი აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას. სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს. საბოლოო ჯამში ჩვენ გვჯერა, რომ მივაღწევთ მიზანს“.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary