ილიაუნიში დაჭრილი ლექტორი გარდაიცვალა
17 ოქტომბერი, 2014
ილიაუნიში დაჭრილი ლექტორი გარდაიცვალა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერესიტეტის ლექტორი მაკა წივწივაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას უნივერსიტეტში ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე ესროლა, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა.

მაკა წივწივაძე ბრიტანული საბჭოს თანამშრომელი იყო და ახალგაზრდებს ინგლისურ ენას ასწავლიდა. ყოფილმა ქმარმა ლექტორი სწორედ ლექციიდან გამოიყვანა და თავის არეში დაჭრა.

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჩაიშალა, ადგილზე კი სამართალდამცველები მუშაობენ.

"მაკა წივწივაძე ინგლისურ ენას ასწავლიდა ჩვენს უნივერსიტეტში. როგორც ამბობენ ქმარი ხშირად ემუქრებოდა და მოსვენებას არ აძლევდა. დღესაც მოვიდა უნივერსიტეტში,ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა"- გვითხრა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნათია ნოზაძემ.

ილიაუნის სტუდენტის თქმით, ლექციის მიმდინარეობისას ახალგაზრდებს შეატყობინეს, რომ ლექტორი ყოფილმა მეუღლემ მოკლა, რამაც სასწავლო პროცესის ჩაშლა გამოიწვია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ხვალ განახლდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary