„დაიცავი თსუ“ – ასე ჰქვია აქციას, რომელიც სტუდენტური მოძრაობის „დაიცავი თსუ“ ორგანიზებით გაიმართა.
როგორც აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა: „დღეს ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან შევიკრიბეთ და მოვითხოვთ მერის დაპირების შესრულებას, პირველი აქციის დროს მან დადო პირობა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განათლების სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსა და მერიასთან ერთად“.
აქცია „დაიცავი თსუ“ თავდაპირველად მერიასთან გაიმართა.
სტუდენტები ითხოვდნენ გაზგასამართი სადგურისთვის ალტერნატიული ტერიტორიის გამოყოფას.
სოლიდარობის გამოსახატავად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სტუდენტურმა მოძრაობამ „ალტერნატივა“ ბათუმში აქცია გამართეს.
„დაიცავი თსუს“ შეურთდნენ სხვადასხვა ახალგაზრდული და სტუდენტური ორგანიზაციები. „სტუდენტური ორგანიზაცია „მწვანე მუშტი“ იზიარებს თსუ-ს სტუდენტების მოთხოვნას. მიმაჩნია, რომ უმთავრესად საუნივერსიტეტო სივრცე ეკუთვნის სტუდენტებს. დღეს მე ვარ სოლიდარული დღევანდელი აქციის მიმართ და იმედი მაქვს ხელისუფლების წარმომადგენლები სტუდენტების რესურსსა და ძალას არ ეთამაშებიან“ –აღნიშნავს „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი სალომე ჭანტურიძე.